ჩვენ შესახებ

ჩვენი მოღვაწეობა 2010 წელს დავიწყეთ – იმ დროს, როცა უძრავი ქონების განვითარებისა და სამშენებლო სფეროში უკვე დაგროვებული გამოცდილება გვქონდა. თავიდანვე გვქონდა მკაფიო მისია: შეგვექმნა მდგრადი და ხარისხიანი, ესთეტიკურად გამორჩეული და გარემოსთან ჰარმონიაში მყოფი საცხოვრებელი და კომერციული სივრცეები. ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ უბნებში მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა – თითოეულო ახალო პროექტი თავის ღირებულებას უნდა მატებდეს იმ გარემოს, სადაც იბადება.

 

პირველ ეტაპზე, მხოლოდ საკუთარი პროექტებისთვის ვაწარმოებდით და ვამონტაჟებდით ალუმინის კარ-ფანჯრებსა და საფასადე სისტემებს. თუმცა, ძალიან მალე ჩვენს გამოცდილებას სხვა კომპანიებიც ენდნენ – და სწორედ ასე დავიწყეთ თანამშრომლობა საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო ცენტრებთან და სტრატეგიულ შენობებთან. 

იმ დროისთვის უკვე ჩამოყალიბებული პროფესიული ბრიგადების წყალობით, ინფრასტრუქტურის ტექნიკური მომსახურების მიმართულებით გაფართოება ბუნებრივი ნაბიჯი იყო. ერთ-ერთი გამორჩეული თანამშრომლობა გვქონდა ბრითიშ პეტროლეუმთან – სრულად ვუზრუნველყავით მათი ოფისებისა და ობიექტების ტექნიკური მოვლა. მომსახურება მოიცავდა ყოველდღიურ დასუფთავებას, საინჟინრო სისტემების უწყვეტ მართვასა და სამშენებლო თუ სარემონტო სამუშაოებს, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

 

დღეს ჩვენ წარმოვადგენთ კომპანიათა ჯგუფს, რომელიც სერვისების იშვიათი სინთეზით, მაღალი ხარისხის სამუშაოებითა და პროფესიონალიზმით, უნიკალურ ღირებულებას ქმნის ბაზარზე.

Our Partners & Clients

დაგვიკავშირდით

ჩვენ ვართ მრავალპროფილური კომპანიათა ჯგუფი, რომელიც აერთიანებს უძრავი ქონების განვითარებისა და მშენებლობის, ალუმინის კარ-ფანჯრებისა და საფასადე სისტემების წარმოებისა და მონტაჟის და ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის სერვისებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით.

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ.: +995 591 41 00 01

ელ.ფოსტა: archil.khvedeliani@exinpro.ge

მისამართი: 13 მცხეთის ქუჩა, თბილისი 0179