ჩვენი სერვისები

ჩვენ შესახებ

ჩვენი ჯგუფი აერთიანებს რამდენიმე დამოუკიდებელ კომპანიას - Exinpro, Lexwell, Lux Development, Property Lab და პარტნიორობა „რადიანი 10გ". 

თითოეული მათგანი დამოუკიდებლადაც მნიშვნელოვანი მოთამაშეა ბაზარზე, თუმცა ერთად ჩვენ ვქმნით ძლიერ ეკოსისტემას, რომელიც უძრავი ქონების განვითარებას, საფასადე სისტემებისა და ალუმინის კონსტრუქციების მონტაჟს, ასევე ინფრასტრუქტურის უწყვეტ მოვლას ითვალისწინებს.

ჩვენი გამორჩეულობა პროექტის სრულ ციკლზე პასუხისმგებლობაშია: ვაშენებთ საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს უმაღლესი ხარისხის მასალებითა და შეთანხმებულ ვადებში; ვაწვდით და ვამონტაჟებთ ალუმინის კარ-ფანჯრებს, მინის მოაჯირებსა და სხვადასხვა ტიპის ფასადურ სისტემებს ქვეყნის წამყვანი პროექტებისთვის; ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ, ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურის მართვასა და ტექნიკურ მომსახურებას, ISO სტანდარტების სრული შესაბამისობით.

ეს ინტეგრირებული მიდგომა გვაძლევს საშუალებას, მომხმარებელს შევთავაზოთ არა მხოლოდ ინდივიდუალური სერვისები, არამედ სანდოობა, უწყვეტობა და ხარისხზე ორიენტირებული პარტნიორობა - ფასეულობები, რომლებმაც ჩვენი ჯგუფი სფეროს ერთ-ერთ ლიდერად აქცია.

Our Partners & Clients